|
2021-04-23 14:22:33, 664 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: მელია უნდა ადგეს და გამოვიდეს - სასაცილო იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, რომ არ გამოვა
მელია უნდა ადგეს და გამოვიდეს - სასაცილო იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, რომ არ გამოვა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა სულაც არ იქნება ღირსებაშემლახველი, „მთელი ევროკავშირი უდგება ნიკა მელიას თავდებად და ეს, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად საკმარისია. გულახდილად რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა, ვერ იღბს გადაწყვეტილებას, ჯერ იძახდა რომ გირაოს არ გადავიხდიო, დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდება, რომ ახლა უნდა გამოვიდეს, სანამ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არ გამოვა არაფრის ფასად. დარწუმნებული ვარ ამას ხვდება, ამიტომ უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს. არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, სულაც არ იქნება არც ღირსებაშელახული, ჩემი აზრით და სულაც არ იქნება სასაცილო მდგომარეობა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)