|
2021-04-23 13:04:47, 584 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - მივესალმები „ლელოს“ ინიციატივას, მაგრამ ამ ეტაპზე მიუღწეველი მგონია
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ლელოს“ ინიციატივა რომ ევროპარლამენტარები ნიკა მელიას თავდებში ჩაუდგებიან, მიუღწეველია. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმაზე მეტის დათმობას არ აპირებს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით დათმო. „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ კიდევ ახალი ლეგიტიმაცია მოხდეს ნიკა მელიასი, როგორც პოლიტიკური პატიმრის. უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს იმაზე მეტის დათმობას, რაც დათმო შარლ მიშელის დოკუმენტით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე მგონია, რომ ამ ეტაპზე, ეს მიუღწეველია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მზად არიან, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)