04:40 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 13:50:59, 752 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ შეუწყნარებლობის მოტივით იძულების, მუქარის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევის ფაქტზე ო.ი.-ს  ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში ო.ი.-მ, სექსუალური ორიენტაციის გამო, შეუწყნარებლობის მოტივით ქ.ე.-ს და ნ.უ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ხოლო ნ.უ.-ს  დანის სხეულთან ახლოს დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ო.ი.-მ ასევე  ნ.უ-ს, რომელიც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით  ვიდეო გადაღებას ახორციელებდა, მობილური ტელეფონი წაართვა, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ    შეაღწია მასში და  მისი  მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი წაშალა.

სამართალდამცველებმა ო.ი.  2021 წლის 21 აპრილს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და  284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონსძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ პოლიტიკას ატარებს. აღნიშნული კატეგორიის  დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics