|
2021-04-22 12:00:23, 1080 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა უნგრელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენტიტეტისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, კერძოდ, სამხედრო განათლების კუთხით განხორციელებულ პროგრამებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოში ინტეგრაციის კუთხით უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა; ასევე, შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებს. მინისტრმა SNGP-ის ფარგლებში ლოჯისტიკის ინიციატივის კონტექსტით, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების საქმეში უნგრეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მხარეებმა ბუდაპეშტის სამხედრო სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო შეხვედრების საკითხებიც განიხილეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)