|
2021-04-22 11:21:23, 987 ნახვა
სამხედრო
მუხროვანში რეინჯერების კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, რეინჯერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა. პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა. მსმენელებისთვის სერტიფიკატებისა და სამხრე ნიშნების გადაცემის შემდეგ, ღონისძიება საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. იმიტირებული სცენარის მიხედვით რეინჯერებმა რეიდის ოპერაცია განახორციელეს, რომელშიც ქვეითთა საბრძოლო მანქანა „დიდგორი“ და ფუჭი ვაზნების გამოყენებით M-4 და PK ტყვიამფრქვევები იყო ჩართული. საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში სტუმრებს კურსის მიმდინარეობის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟის ნახვისა და აღჭურვილობის დათვალიერების, ასევე, ხელჩართულ ბრძოლაში შეჯიბრის ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის, რეინჯერთა მომზადების სკოლის მე-8 გამოშვება 57 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. სწავლება 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მას სპეცდანიშნულებისა და და რეინჯერების მომზადების სკოლის 20 ინსტრუქტორი უძღვებოდა. კურსი სამედიცინო, ტოპოგრაფიულ, სამთო, საინჟინრო, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)