2021-04-22 10:15:27, 1656 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 144 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 144 მილიონს გადააჭარბა და 144,472,683-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 122,951,969 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 3,072,276-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 32,602,051 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 15,930,965 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და საფრანგეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,