|
2021-04-21 11:55:25, 678 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ Segment-თან ერთად ვებინარს გამართავს
„საქართველოს ბანკი“ ფინტექ მიმართულების პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს, 21:00 საათზე მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის- Segment-ისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ერთობლივ ვებინარს გამართავენ. Segment-ის წამყვანი ინჟინერი Sam Kahr-ი ვებინარის მონაწილეებს გააცნობს თუ რა არის მომხმარებლის მონაცემების პლატფორმა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ბიზნესისთვის, რა არის ე.წ. Journey Orchestration და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ინსტრუმენტს ბიზნესისთვის. სპიკერი ასევე გაამახვილებს ყურადღებას თუ როგორ აერთიანებს Segment- ი მომხმარებლების შეხების წერტილებს ყველა პლატფორმასა თუ არხზე. ვებინარზე განხილული იქნება სტარტაპების მიერ Segment-ის გამოყენების წარმატებული მაგალითები. ვებინარს მოდერატორობას საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერი, მარიამ გაგუა გაუწევს. სპიკერების პრეზენტაციის შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება. „მონაცემთა ანალიზით დაინტერესებული ბიზნესებისთვის საკმაოდ საინტერესო, საჭირო და აუცილებელი ვებინარია. მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას- Segment-ს დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 20 000-ზე მეტი ბიზნესი წარმატებით იყენებს. მის პარტნიორთა სიაში IBM, FOX, Levis ,Drift, Digital Ocean და სხვა. სტარტაპები თუ უკვე წარმატებული ბიზნესები საკმაოდ რთულ გზას გადიან იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ მომხმარებელთან და გაიგონ მათი საჭიროებები. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვებინარის მონაწილეები მიიღებენ კომპეტენტურ რჩევებს, თუ როგორ გამოიყენონ ის გამოცდილება, რომელიც უკვე დააგროვეს წარმატებულმა კომპანიებმა ამ პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს, რათა ჰქონდეს წვდომა მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და თანაც ისეთი მაღალი კომპეტენციის მქონე კომპანიებისგან როგორიცაა Amazon, Segment და სხვა “, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://f.bog.ge/3anI8tM ვრცლად სპიკერების შესახებ: Sam Kahr-მა კარიერა Google-ში დაიწყო, ის მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ თანამდებობებზე მუშაობდა. ამჟმად ის Segment-ში ინჟინერის პოსტს იკავებს და კომპანიებს მონაცემთა ანალიზის მასშტაბური და ეფექტური არქიტექტურის განლაგებაში ეხმარება. იგი თანამშრომლობს Segment- ის ისეთ დიდ პარტნიორ კომპანიებთან როგორიცაა: Nike, McAfee, Proctor & Gamble.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)