06:56 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 10:06:10, 447 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, განსახლების პროცესი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო.

„დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. დევნილთა განსახლების წესი 2013 წელს უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა, თუმცა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, დგება ცვლილებების საჭიროება. ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შედგა შეთანხმება, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილების შესახებ დეტალური პრეზენტაცია გამართა.

„უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინეთ თავად დევნილი ოჯახების მოთხოვნები. იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც უშუალოდ შეეხო დევნა განსახლებისას პრიორიტეტი, დამატებითი ქულა, მიენიჭება. ამასთან, იზრდება „სოფლად სახლის“ შესყიდვისას თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა და დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემი ახალაშენებული ბინების მინიმალური ფართობი“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განსახლების პროცესში დევნილი ოჯახების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics