17:23 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 20:22:32, 664 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - კინკლაობის დრო აღარ არის, ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, ამნისტიის კანონი კი ერთი კვირის მანძილზე უნდა დარეგისტრირდეს

„კინკლაობის დრო აღარ არის, ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, ამნისტიის კანონი კი ერთი კვირის მანძილზე უნდა დარეგისტრირდეს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ იმავე სიჯიუტით, როგორიც ბოიკოტზე ჰქონდათ, „ქართული ოცნება“ უნდა აიძულონ რეფორმები გაატაროს.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ექვსი თვის მანძილზე ძალიან გაფაციცებით უყურებდნენ პროცესს და დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია, მაგრამ იმისთვის, რომ გაფორმდეს კრიზისის დაძლევა, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება.

მე გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, რომ ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს ნუ დავიწყებთ და ლანძღვა-გინებაზე ნუ გადავლთ, რაც გვიჭირავს ხელში და გვიჭირავს ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებაზე და იმპლემენტაციაზე გვქონდეს საქმე.

ამაზე იყო საუბარი ბატონი შარლ მიშელის მხრიდანაც. ეს იყო მთავარი გზავნილი. ველოდებით შეწყალებას გიორგი რურუასი. ამაზე გვქონდა საუბარი. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი.

ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ეს ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია. მგონი, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ვთხოვ, რომ ინტერპრეტაციების დრო ამ შეთანხმებაზე აღარ არის.

პირადად მე ვმუშაობდი შეთანხმების ტექსტზე კოლეგებთან ერთად, დაზუსტებით გვაქვს ყველაფერი გავლილი. ქვეყანაში არის მართლა მილიონი მშიერი ადამიანი, უმუშევრობა, კორონავირუსით ხალხი იხოცება და უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა.

ახლა დრო დადგა, ეს ფურცელი გადავშალოთ და ზუსტად ისე ჯიუტად, როგორც ბოიკოტზე ვიყავით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ ბევრი რეფორმა გატარდეს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics