17:25 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 19:40:48, 675 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ბრალდებებს არც დღეს და არც არასდროს ვუპასუხებ, ჩემი სურვილია, ოპოზიციის სრული შემადგენლობა იყოს აქ

„ბრალდებებს არც დღეს და არც არასდროს არ ვუპასუხებ, ჩემი სურვილია, რომ ოპოზიციის სრული შემადგენლობა იყოს აქ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აუცილებელია დაიწყოს ცვლილებების განხორციელება და გაიხსნას გზა.

„მინდა გამოვხატო გულდაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმება არ აქვს დღეს ყველა ოპოზიციის წარმომადგენლის ხელმოწერა.

ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ აქ შევკრებილიყავით სრული შემადგენლობით ოპოზიციონერები. ამავე დროს, მე მინდა ავუხსნა საზოგადოებას რომ მათ შორის დღევანდელი შეხვედრა მიშელთან ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიაროთ შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც ქვეყნის ევროპული კურსის უზრუნველყოფისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის აუცილებელი.

იმედი მაქვს, რომ ორივე პოლიტპატიმარს ვიხილავთ თავისუფლებაზე, ამის შემდეგ მე მაქვს იმედი, რომ გაიხსნება გზა, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი აქ პარლამენტში და ცვლილებების განხორციელება დავიწყოთ. არც დღეს და არც არასდროს არ ვუპასუხებ ბრალდებას“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics