12:14 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 15:13:33, 523 ნახვა

საზოგადოება
ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, ოპოზიცია ხვალ, რიყის პარკში, 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრას გამართავს

ოპოზიცია ხვალ, რიყის პარკში, 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრას გამართავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერიის თანამშრომლებმა მათ ადგილზე სცენის მონტაჟის უფლება არ მისცეს.

„როგორც მოგეხსენებათ ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის აქტიურად ემზადება, ჩვენი ლიდერები გასულები არიან რეგიონებში და მართავენ შეხვედრებს, რათა კიდევ ერთხელ განმარტონ თუ, რატომ არის მნიშვნელოვანი შეკრება.

პარალელურად ხვალ, ოპოზიცია გეგმავს რიყის პარკში 15 მაისის საორგანიზაციო შეხვედრა გამართოს, სადაც ჩვენ საზოგადოებას ვამცნობთ რა გეგმები აქვს ოპოზიციას.

დღეს, როდესაც ადგილზე დავიწყეთ სცენის მონტაჟი, მოვიდნენ მერიის თანამშრომლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამის უფლება არ გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქონდა ვალდებულება მათთვის რაიმე შეტყობინება გაგვეგზავნა, ეს მაინც გავაკეთეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს.

15 მაისის საორგანიზაციო შეხვედრას ხვალ რიყის პარკში მაინც გავმართავთ“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics