|
2021-04-17 11:28:52, 918 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთანება - ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ით დაბრუნებას ვარაუდობს. როგორც „საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების“ მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის ინფორმაციით, ზაფხულში ფრენების აღდგენასთან ერთად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაც იგეგმება. „ზაფხულის სეზონისთვის გვაქვს მოლოდინი, რომ მოცულობის 40-45%-ს დავუბრუნდებით. რაც ევროპაზე მაღალია, რადგან ჩვენი საავიაციო ბაზარი ზოგადად სწრაფად მზარდია და რეგერენაციის კუთხითაც ეს მოქნილობა გამოიჩინა, დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც გამოიჩენს. აქვე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრი ავიაკომპანიაა დაინტერესებულია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებით. პანდემიის მიუხედავად გვყავს ახალი ავიაკომპანიებიც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირებას იწყებს ქართული ავიაბაზრისთვის აბსოლუტურად ახალი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც არის ყაზახური პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. ასევე აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings, რომელთანაც მოლაპარაკებებს ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით. ამ ავიაკომპანიასთან მიმართებაში საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები და დადებითი მოლოდინი გაქვს. მესამე ახალი ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გეგმავს ფრენებს”, - განმარტავს ვაკო ჭილაშვილმა. საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიები ნელ-ნელა უბრუნდებიან და წლის ბოლომდე ქვეყნის ავიაბაზარი 30-მდე ავიაკომპანიით იქნება წარმოდგენილი. „როგორც გლობალურად ასევე საქართველოშიც 2021 წლის ზაფხულიდან საავიაციო ბაზარზე დადებითი ძვრები შეინიშნება. მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აპრილის დასაწყისიდან, ანუ როცა რეალურად იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, რეისების განხორციელება დაიწყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. 18 აპრილიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების განხორციელებას Wizz Air განაახლებს”, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვაკო ჭილაშვილმა.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)