2021-04-15 14:38:17, 562 ნახვა
საზოგადოება
რობერტ სტურუა - თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს.
„დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო!“
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე, ამავე თეატრის მსახიობი ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა. რეჟისორმა რობერ სტურუამ მსახიობ ბესო ზანგურს მხარი დაუჭირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,