18:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 18:36:56, 555 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

მათ, ვინც საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას სოფელ ნამოხვანში - მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ამბიცია და ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რამდენიმე წუთის წინ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, დიალოგის და კითხვა-პასუხის ყველაზე სწორი ფორმატი არის სპეციალისტების ჩართვა.

„ამაში დღესაც დარწმუნებული ვარ, მაგრამ იმის გამო, რომ აქტივისტებს უშუალოდ მინისტრებისგან სურთ პასუხების მოსმენა,  ჩვენ ეს პასუხები,  რა თქმა უნდა, გაგვაჩნია და მეც, ბატონი ლევან დავითაშვილიც, მზად ვართ, თუნდაც, 24 საათიან რეჟიმში, შედგეს შეხვედრა და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი", - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს,  ნუ იტყვიან უარს დიალოგზე სხვადასხვა ხელოვნური მიზეზების გამო.

„ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია მიზეზი, რომ მათ, დავუშვათ, შეხვედრა სურთ მხოლოდ კონკრეტულ რანგთან, მაგრამ  მზად ვართ, რომ ყველა მათ კითხვას გავცეთ პასუხი. იმედი გვაქვს,  რომ ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიციას გვერდზე გადავდებთ, შეწყდება რადიკალური მოწოდებები და დაუბრუნდება პროცესი დიალოგის მაგიდას. ამიტომ მოვუწოდებთ აქტივისტებს, ნუ იტყვიან უარს დიალოგზე, ნუ იტყვიან უარს, მოისმინონ კითხვებზე პასუხები, თუ მათ რეალურად აინტერესებთ ამ პასუხების მოსმენა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ  ულტიმატუმები - ეს არის დამღუპველი გზა და კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტივისტებს, სწორედ ამაში გამოიჩინონ ძირითადი პატრიოტიზმი და უმნიშვნელოვანეს პროექტზე საუბარი შედგეს დიალოგის მაგიდასთან მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics