09:28 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 13:58:18, 628 ნახვა

საზოგადოება
19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინი უქმდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება; კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.

ამასთანავე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასევე წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.

აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს.

საბჭომ ყურადღება გაამახვილა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების კუთხით არსებულ ტენდენციაზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა საჭირო არ გახდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ამ მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის სწორად გამოყენების აუცილებლობას, სოციალური დისტანციის დაცვასა და ხალხმრავალი შეკრებების, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზების თავიდან აცილებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები მკაცრად აკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 291 214 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 683 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 901 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 338 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 546 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics