|
2021-04-13 20:07:44, 684 ნახვა
რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 628 000 ლარი დაიხარჯება
შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 628 000 ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დასრულდა. კონსულტაციები და კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის 64 სოფელში. სოფლების უმეტეს ნაწილში პრიორიტეტებად გარეგანათების მოწყობა განისაზღვრა. გარდა ამისა, განსახორციელებელ პროექტებად შეირჩა შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაკეთება, წისქვილების რეაბილიტაცია და ა.შ. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში 10- დან 16 - ათას ლარამდე ღირებულების პროექტი დაფინანსდება და 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობა მოსახლეობამ თავად განსაზღვრა. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში მათი განხორციელება დაიწყება“, - აღნიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ. მოსახლეობასთან შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)