05:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 14:05:36, 517 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას საქმის მოსამართლემ, კობახიძისა და გულაშვილის ინტერვიუები მტკიცებულებად არ დაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა მტკიცებულებად ინტერვიუების დაშვების შესახებ.

აღნიშნული შუამდგომლობით ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე მიმართეს.

კერძოდ, ადვოკატები ითხოვდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუს საქმეში მტკიცებულებად დართვას, სადაც მან აღიარა, როგორ მსჯელობდნენ მმართველ პარტიაში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ადვოკატები, ითხოვდნენ ივანე გულაშვილის „მთავარი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუს დართვას, სადაც ის 20 ივნისის შესახებ საუბრობს.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics