|
2021-04-12 23:11:31, 651 ნახვა
ეკონომიკა
„თი ბი სი“ ბიზნესის მხარდაჭერით „წიგნის სივრცის“ ლიტერატურა კიდევ უფრო მეტმა მკთხველმა გაიცნო
„კლიენტებთან სწორი და გულწრფელი ურთიერთობა ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საფუძველია,“ – მიიჩნევს წიგნის მაღაზია „წიგნის სივრცის“ (Bookspace) დამფუძნებელი ნათია ლურსმანაშვილი, – „განსაკუთრებით, როცა საქმე წიგნის სფეროს ეხება, შენი წიგნები კი მასობრივ მკითხველზე არაა გათვლილი.“ Bookspace დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიაა, ანუ არ ეკუთვნის არცერთ საგამომცემლო ჯგუფს და საკუთარი წიგნის პოლიტიკა აქვს. 2019 წელს დაფუძნებული წიგნის მაღაზიის კატალოგი საგრძნობლად განსხვავდება სხვა მსგავსი სივრცეებისაგან. აქ მკითხველს შეუძლია ისეთი გამოცემების შეძენა, რომლებიც სპეციფიკური ინტერესების ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და სხვა წიგნის მაღაზიების თაროებზე არ დევს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გამოცემებს, ისევე, როგორც სხვა პატარა, კონკრეტული მიმართულებების გამომცემლობების ლიტერატურას, მაგალითად, ფემინისტურ ლიტერატურას, Bookspace-ში იოლად მიაგნებთ. მაღაზია ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ილუსტრატორების პოპულარიზაციას. ქართველი მხატვრების მიერ დასურათებულ საბავშვო წიგებს მაღაზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სახელოვნებო წიგნები კი, კიდევ ერთი მიმართულებაა, რომლის განვითარებაც Bookspace-ის პრიორიტეტია, რადგან ქართულ ბაზარზე მსგავსი ლიტერატურა ძალზე მწირია. მაღაზიის გამორჩეულობიდან გამომდინარე, მისი სტუმრებიც იმაზე მომთხოვნები არიან, ვიდრე მეინსტრიმული ლიტერატურის მკითხველები. „ასეთ დროს მუდმივ მკითხველებთან, მაღაზიის მუდმივ სტუმრებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნდობა შეიძლება პროდუქციისა და მომსახურების ხარისხით მოიპოვო, მაგრამ კლიენტის დარწმუნება, შენს, როგორც წიგნის მიმწოდებლის, გემოვნებას ენდოს, ერთიორად რთულია“. სწორედ ეს მოახერხა Bookspace-მა. აღმოჩნდა, რომ ონლაინ კონსულტაციები გაცილებით ეფექტურია. როცა პანდემიის გამო მაღაზიის დახურვა გარდაუვალი გახდა, დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება და სწორედ აქ აღმოჩნდა, რომ ეს მაღაზიის არეალის გაფართოების შესაძლებლობა უფრო იყო, ვიდრე დაბრკოლება. თავდაპირველად წიგნებს ფეისბუქის მეშვეობით ყიდდნენ, მალევე კი თიბისი ბიზნესის შეთავაზების შესახებ გაიგეს და ონლაინ მაღაზიის გამართვაც დაიწყო. ამ პროცესმა, წიგნის მაღაზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორ თვეს გასტანა, მაგრამ შედეგი გაწეულ შრომად ღირდა. ონლაინ გაყიდვებმა რეალურ გაყიდვებს გადააჭარბა. b2c-ის წყალობით მაღაზიის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა და აღმოჩნდა, რომ Bookspace-ის წიგნებზე მოთხოვნა რეგიონებშიც საკმაოდ დიდია. სწორედ რეგიონების დაფარვაა Bookspace-ის სამომავლო გეგმაში, მას მერე რაც საკურიერო მიწოდების სერვისი შედარებით გაიმართება. „ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილი ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების საშუალებით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხების ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან,“ - აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონულ კომერციის გამართვაში მხარდაჭერას მოიცავს.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)