19:16 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 22:56:33, 787 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - იმუნიზაციის პროცესში, უმრავლეს შემთხვევებში, წინასწარი გამოკვლევები საჭირო არ არის

„იმუნიზაციის პროცესში უმრავლეს შემთხვევებში წინასწარი გამოკვლევები საჭირო არ არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც აცრას გადაწყვეტს, ეძლევა გარკვეული კითხვარი, რომელიც უნდა შეავსოს.

„იმუნიზაციის პროცესში უმრავლეს შემთხვევებში წინასწარი გამოკვლევები საჭირო არ არის.

მოგეხსენებათ, როცა აცრას გადაწყვეტს ადამიანი და მიდის ამცრელ კაბინეტში, მას ეძლევა გარკვეული კითხვარი, რომელსაც ასტრაზენეკასთან დაკავშირებით, შევთანხმდით, რომ კიდევ დაემატება 4-5 კითხვა.

ამ კითხვებზე გამოცდილი ექიმი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ დამატებითი კონსულტაცია ალერგოლოგთან არის საჭირო, ან ჰემატოლოგთან, როცა საუბარია შესაძლო თრომბოზულ გართულებებზე, რა თქმა უნდა, ის შეაჩერებს და გადაამისამართებს დამატებითი კვლევებისთვის.

მაგრამ ადამიანმა თავისი შეხედულებით რომ წინასწარ ჩაიტაროს და ახლა ვიცით, რომ მთელი ამბავია, დე დიმერს იკვლევს ყველა, კოაგულოგრამას იკეთებს ყველა, დამერწმუნეთ, ეს არ არის საჭირო, ამას გადაწყვეტს თქვენი ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ, მას წინასწარ გაესაუბროთ და ის მოგცემთ რჩევას, თუ საჭიროა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics