|
2021-04-12 18:24:26, 1718 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან? პასუხი მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ
„ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან? პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში, რომელიც ნატო-ს საშუალებით საკუთარი ტერიტორიიდან ათასობით კოლომეტრის დაშორებით, მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის ქმედებას. „ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან? პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ, ეს ჩვენი ქვეყანაა. ათასობით კილომეტრის დაშორებით საკუთარი ტერიტორიიდან, ეს კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამასთან, ლავროვი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, უარი თქვან კიევის მილიტარისტული განწყობების წახალისებასა და გაღვივებაზე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)