18:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 16:02:01, 708 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ პროექტზე - ჩვენთვის ულტიმატუმები მიუღებელია, რადგან ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას აზიანებს

თუკი უბრალოდ ულტიმატუმი გაისმის, ეს ჩვენთვის მიუღებელია, რადგან აზიანებს ენერგოუსაფრთხოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის კვლავაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა იყოს შეხვედრა, რომ ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა კითხვები დარჩათ მათ კიდევ, მას შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ყველა კვლევა გაიხსნა და ამ თემაზე ვისაუბრებთ, მაგრამ თუკი უბრალოდ ულტიმატუმი გაისმის, როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი, ის უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან აზიანებს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა რიონში წყლის დონის სახიფათო მატება. კარვებიდან გამოსული ადამიანი რიონისკენ გაემართა და გაუჩინარდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უბედური შემთხვევა სწორედ წყლის მატებასთან იყოს კავშირში. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ სთხოვეს, რომ გადაინაცვლონ სხვაგან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ „რიონის ხეობის მცველები“ ჰესის მშენებლობას უკვე 5-თვეზე მეტია აპროტესტებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics