2021-04-09 19:23:55, 4264 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაზე თრომბის შესახებ ინფორმაციას სწავლობს
ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაზე თრომბის შესახებ ინფორმაციას სწავლობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით აცრის შემდეგ, დაბალი თრომბოციტების შემადგენლობით იშვიათი თრომბის ოთხი სერიოზული შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ერთი გარდაცვალებით დასრულდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევა ფართოვდება, რადგან კაპილარული გაჟონვის სინდრომის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,