|
2021-04-09 11:53:34, 606 ნახვა
სამართალი
აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან აღნიშნა, ის აპირებს საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს და მისი გატაცების შესახებ ჩვენება მისცეს. შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი პროკურატურაში გამოკითხვაზე გუშინ, 8 აპრილს მივიდა. მას აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანი გაესაუბრა, თუმცა მან ორივეზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ისინი მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ. აღნიშნულის გამო, მუხთარლიმ საგამოძიებო უწყება დატოვა. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მის გატაცებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)