11:16 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 17:39:56, 510 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება მღვდელმთავრების მიერ სრულად მხარდაჭერილია

მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება მღვდელმთავრების მიერ სრულად მხარდაჭერილია, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასულიერო პირები ვალდებულები არიან დაემორჩილონ მეუფე სტეფანეს და საპატრიარქოს მხრიდან მათი აპელაციის განხილვას დაელოდონ.

„ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც ეპარქიაში განახორციელა არის სრულად მხარდაჭერილი და ლეგიტიმური. ამიტომ, გაგრძელდება მხარდაჭერა ყველა იმ ზომებისა, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო. მეორე საკითხი რაც არის - ეს არის გარკვეული დესტრუქცია. ჩვენ ვიხილეთ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი არ შეუშვეს ტაძარში, ეს შეფასებულია როგორც ამბოხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სასულიერო პირებს, რომ მიიღონ მღვდელმთავრის მიერ განჩინებული ეპითემია, დაემორჩილონ მას და შეასრულონ ყველა ის მითითება, რაც ევალება სასულიერო პირს, რომ მღვდელმთავრისგან მიიღოს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელაციას, ამას მიიღებს და განიხილავს სინოდი. სწორედ ამ აპელაციას უნდა დაელოდონ, მანამდე კი ვალდებულნი არიან, მეუფე სტეფანეს მითითებებს, განკარგულებებს და კურთხევებს დაემორჩილონ“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics