20:14 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 15:16:31, 916 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც იქნება ნებაყოფლობითი, არ განვიხილავთ სავალდებულობას

ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც, იქნება ნებაყოფლობითი, არ განვიხილავთ ვაქცინაციის სავალდებულობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც იქნება ნებაყოფლობითი. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ განვიხილავთ ვაქცინაციის სავალდებულობას, დადებითი მოტივების შემოტანაც მოხდება ფრთხილად, რომ ამან არ შექმნას გარკვეული ეთიკური ბარიერები და ამის გამოცდილება ჯანდაცვის სისტემაში არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს ზემოთ მყოფ ასაკობრივ ჯგუფში გაგრძელდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics