|
2021-04-08 13:26:13, 1233 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა
ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც მხარეებმა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და თავდაცვის სფეროში ლატვიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ეგილს ლევიტსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მთავარ მისწრაფებას წარმოადგენს. ასევე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების კუთხით, დემოკრატიზაციისა და თავდაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. ედგარს რინკევიჩს ლატვიის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვრივებლო მისიაში ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორისაა ჰიბრიდულ საფრთხეები და შავი ზღვის რეგიონში მზარდი სამხედრო არსებობა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)