|
2021-04-08 12:14:14, 982 ნახვა
მსოფლიო
ალექეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ოპოზიციონერი ფეხისა და ხელის კიდურებს ვერ გრძნობს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა და ოპოზიციონერი ფეხისაც და ხელის კიდურებს ვერ გრძნობს, - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მაღალი ტემპერატურა აქვს, რომელიც 38-39 გრადუსს შორის მერყეობს. როგორც ადვოკტი, ვადიმ კობზევი აცხადებს, ალექსეი ნავალის ზურგის ორი თიაქარი დაუდგინდა, გასულ კვირას კი, მან ზურგისა და ფეხის კიდურების მწვავე ტკივილის სათანადოდ მკურნალობის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო. ადვოკატი ნავალნის კოლონიაში ოთხშაბათს ესტუმრა და Twitter- ზე დაწერა, რომ „რუსი ოპოზიციონერი სიარულის დროს ტკივილს გრძნობს და დაავადება სწრაფად პროგრესირებს ფეხებსა და ხელებში, რის გამოც კიდურებში მგრძნობელობას კარგავს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში. გასულ კვირას, 44 წლის ოპოზიციონერი გადაყვანილ იქნა ქალაქ პოკროვოს ციხის პალატაში რესპირატორული დაავადების სიმპტომებით. მას აღენიშნებოდა მუდმივი ხველა და ტემპერატურა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)