2021-04-08 10:13:07, 523 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, კინოთეატრები მუშაობას რეგულაციების დაცვით განაახლებენ.
მათ საშუალება ექნებათ მაყურებლის არაუმეტეს 50 პროცენტი მიიღონ.
ჯანდაცვის სექტორის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, კინოთეატრებში სეანსებს შორის დროები გაზრდილი იქნება, რათა სივრცეების ჰიგიენური ნორმებით დამუშავება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ კინოდარბაზებს საქართველოში ფუნქციონირება 1-ელი აპრილიდან, საბავშვო-გასართობ ცენტრებთან ერთად შეეძლოთ, თუმცა მათივე გადაწყვეტილებით, ობიექტების გახსნა ერთი კვირით გადაიდო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,