21:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 15:00:39, 486 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველო მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველო მესამე ტალღის დაწყების ზღვარზე დგას.

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას 5 რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდა. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ჰიგიენური წესების დაცვა, მასობრივი თავყრილობებისგან თავის შეკავება და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება.

„თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს, რაც დღეს არსებობ ქვეყანაში და დადგენილია და არ გვექნება სერიოზული თვითდისციპლინა, 5 რამ, რომელიც უნდა დავიცვათ: პირბადის ტარების მაჩვენებელმა ოდნავ აიწია, კარგია, რომ დინამიკა გაჩნდა, მაგრამ სავსებით არასაკმარისია, უნდა ავიდეს 75%-დან ზემოთ, 90%-ზე, თუ არ გვინდა შეზღუდვები, დისტანცია, ჰიგიენური წესების დაცვა და მეოთხე, 10 კლასტერია ქვეყანაში, ყველა კლასტერი დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან, შევთანხმდეთ საზოგადოება, სოლიდარულები ხომ უნდა ვიყოთ, ვთქვათ, რომ ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან, იმიტომ რომ ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში, გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი? მეხუთე - გავაინტენსიუროდ სერიოზულად აცრის პროცესი. არის ახლა გარკვეული, 100 000-ზე მეტი დოზის მარაგი ქვეყანაში, გავაინტენსიუროდ, გვჭირდება ამ ეტპზე, სულ მცირე 3 000-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა. გთხოვთ, ეს 5 წესი თუ დავიცავით, მაშინ არ დაგვჭირდება დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების ზღვარზე დგას დღეს ქვეყანა, ამიტომ როგორმე უნდა ვეცადოთ, განსხვავებაა ოდნავ, როცა ვადარებ შემოდგომას, რადგან ეს ყველაფერი შემოდგომაზე ხდებოდა როდესაც ცივ პერიოდში შევდიოდით, ახლა შევდივართ თბილ პერიოდში, ეს პერიოდი რესპირატორული ვირუსებისთვის ცოტა უკეთესია. როგორმე აპრილი და მაისი გავიაროთ მშვიდად, დაახლოებით დღევანდელი ეპიდსიტუაციის მსგავსად, ამას მართავს ჯანდაცვის სექტორი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics