17:25 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 17:16:09, 737 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში,  სებასტიან მოლიენუსმა.

მან ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, საშუალო და მცირე საწარმოების ხელშეწყობა, განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა - ეს ის მიმართულებებია, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ  COVID-19-ის წინააღმდეგ  ბრძოლის პარალელურად, კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics