2021-04-03 19:21:22, 818 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან, ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს
სამოქალაქო მოძრაობების და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წევრები „კომენდატის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტთან აქციას მართავენ.
დემონსტრანტები სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გაემართნენ.
აქტივისტების განცხადებით, ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან დემონსტრაციულად დაარღვევენ „კომენდატის საათს“ და აქცია-კონცერტს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მთავრობის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა უკვე რამდენიმე თვეა მოქმედებს. თუმცა, 2020 წლის 28 ნოემბრიდან, მოქალაქეებს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ეკრძალებათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,