|
2021-04-03 15:29:01, 697 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ევროპარლამენტარების განცხადებაში იყო ფრაზა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა
ევროპარლამენტარების განცხადებაში იყო ფრაზა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დარწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი არ შემობრუნდეს რუსეთის ორბიტაზე, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას. ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება ჩემთვის ნამდვილად საგანგაშო იყო. იქ იყო ფრაზა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა. იმისთვის, რომ საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი არ გასცდეს და არ შემობრუნდეს ისევ რუსეთის ორბიტაზე, აუცილებელია, შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ვადამდელ არჩევნებზე მივაღწიოთ ჩარჩო შეთანხმებას და ის დოკუმენტი, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა, იყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასა და ჩაშლილ მოლაპარაკებებს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)