|
2021-04-03 14:44:00, 730 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციას მოლაპარაკება არ ჩაუშლია და „ოცნებისგან“ განსხვავებით, საჯაროდ თქვა, რომ არ ეთანხმებოდა 2 პუნქტს
ოპოზიციის შეხვედრაზე მოვედი, რათა მოვისმინო სხვა პარტიების განწყობები და გავიგო, თუ რას ფიქრობენ ისინი, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დარწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციას არ ჩაუშლია, „ქართული ოცნება“ კი, რომელიც აცხადებს, რომ ყველა პუნქტზე იყო თანახმა, სინამდვილეში, ყველაფერზე უარს ამბობდა. „ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან რაიმე ცვლილებაზე საუბარი ზედმეტია, ეს არის პირველი შეხვედრა კრიტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მეორე მოლაპარაკების რაუნდის შემდეგ, აქ არის უამრავი პარტია, რომელსაც აინტერესებს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა შეხვედრაზე. მე მოვედი, რადგან მაინტერესებს მოვისმინო სხვა პარტიების განწყობები, მოვისმინო რას ფიქრობენ. ოპოზიციას არ ჩაუშლია არაფერი, ის არ ეთანხმებოდა ორ პუნქტს და ეს თქვა საჯაროდ, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელიც ვირეშმაკობს და ამბობს, რომ ვითომ თანახმა იყვნენ, სინამდვილეში კი, არაფერზე არ იყვნენ თანახმა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)