|
2021-04-02 11:47:20, 1287 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: გაუგებარია შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია - იმუქრებიან, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდება
ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარების განცხადებას. მისი თქმით, ევროპარლამენტარების პოზიცია საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ, გაუგებარია. „გაუგებარია შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, რადგან იმის ნაცვლად, რომ იმ თემებზე საუბრობდნენ, ეს ყველაფერი საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არაევროპარლამენტის. აქედან გამომდინარე, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს შვიდი დეპუტატი მიმართავს, შემდეგ ამას ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. შეიძლება ამაზე რაღაც სკანდალური შეკითხვები დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება - რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რაღაც სანქციები დაუწესოს ქვეყანას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა, შესაძლოა საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)