|
2021-04-01 13:16:40, 635 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დუმის სპიკერი - საქართველო ღრმა კრიზისშია, რუსებისთვის იქ ჩასვლა საფრთხეს შეიცავს
ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერთან თბილისში მომხდარმა ინციდენტმა აჩვენა, რომ რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. როგორც დუმი-ს დეპუტატი წერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის საქართველოში ყოფნა. „მოვლენები, რომელიც პოზნერის თბილისში ვიზიტის გარშემო განვითარდა აჩვენებს, თუ რაოდენ ღრმა კრიზისში იმყოფება საქართველო. რადიკალიზმი ბევრ შემთხვევაში უსწრებს ქვეყნის შიდა პოლიტიკას, და ეს, რა თქმა უნდა, არაფერ კარგამდე არ მიიყვანს“ - წერს დუმი-ს წარმომადგენელი. მანვე დასძინა, რომ 2019 წელს, როდეაც საქართველოში სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა, ანალოგიური მდგომარეობა იყო. „ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ დაანგრევს საქართველოს. ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის წინ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რამდენად საფრთხის შემცველია საქართველოში რუსი ტურისტებისა და მოქალაქეების ქვეყანაში ყოფნა“, - დასძინა მან.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)