|
2021-04-01 12:40:32, 617 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პავილიონისმა იგივე თქვა, რაც პოზნერმა - უნდა ვიმსჯელოთ, შემოვუშვათ თუ არა საქართველოში
შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, მანამდე კი ვიმსჯელებთ, უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში პავილიონისი, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა მსგავსი განცხადება გააკეთა, რაც თავის დროზე რუსმა ჟურნალისტმა, პოზნერმა აფხაზეთთან მიმართებაში. „ „ნაცმოძრაობის“ აქტივი და აქტივისტები, მათი ლიდერები ვლადიმერ პოზნერის განდევნასს არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული, პირველ რიგში, ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი მოსაზრებების გამო ითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელსაც საკააშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა, ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი, ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა საქართველოში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით-თეთრე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის პროტესტანტი გიორგი კანდელაკი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)