20:33 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 12:27:37, 522 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც პოზნერს ანგელოზები დაუფეთა და პირიდან ლუკმა გააგდებინა

მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა ამ ადამიანს და პირიდან ლუკმა გააგდებინა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში რუსი ჟუტრნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სოლიდარულია იმ პროტესტის მიმართ, რომელიც რუსი ჟურნალისტის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა.

„რუსეთში დღემდე მიაჩნიათ, მათ შორის როგორც ჩანს, პოზნერსაც, რომ შეიძლება, ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ აკადრო, დააბრალო ნებისმიერი რამ, მაგალითად, ომის დაწყება. შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკებია გაჩერებული გზაზე და თბილისამდე ვერ შემოვიდნენ. ამის შემდეგ ჩამოხვიდე „იუჟნაია შაშლიჩნაიაში“, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ, გემრიელად მოილხინო. ძალიან კარგია, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა ამ ადამიანს და პირიდან ლუკმა გააგდებინა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics