14:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 00:29:31, 1138 ნახვა

საზოგადოება
კოვიდვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის შვილმა თავი მოიკლა

კოვიდვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის შვილმა თავი მოიკლა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, კოვიდვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის შვილმა, მას შემდეგ რაც დედის სიკვდილის ამბავი გაიგო, ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი მოიკლა.

„N2 დაწესებულების ბრალდებული თ.ო. (დაბ: 1993 წ.)  საქართველოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით  2020 წლის 16 ნოემბერს მოთავსდა  N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში.

2021 წლის 31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში.   აბანოდან საკანში დაბრუნებისას  თანამესაკნეებმა თ.ო.  საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას   ყელის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა.

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ბრალდებული  ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics