|
2021-03-31 12:28:31, 435 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ, თავისი ულტიმატუმებით, ჩაკეტა დიალოგი და მოსპო რესურსები შეთანხმებისთვის
ოპოზიციამ, თავისი არაკონსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით, ჩაკეტა დიალოგი და მოსპო ყოველგვარი რესურსი შეთანხმებისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებაზე ოპოზიციას არც ერთი ულტიმატუმი არ დაუყოენებია, ოპოზიციას კი ჰქონდა ორი ულტიმატუმი, რომელიც არჩევნებსა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხებოდა. „ჩვენ მედიატორის წინაშე არც ერთი ულტიმატუმი არ გვქონდა დასმული, იმ დიპლომატების წინაშე, რომლებიც წარმართავდნენ ამ დიალოგს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჰქონდათ ორი ულტიმატუმი - ერთი უკავშირდებოდა არჩევნებს, პლებისციტს, მეორე - რურუას თემას. ორი ულტიმატუმი დააყენა ოპოზიციამ, იყო ერთი წრე მოსაზრებების გაცვლის. დანიელსონმა ოპოზიციას ჰკითხა მოსაზრებები ამ თემებთან დაკავშირებით, დოკუმენტთან დაკავშირებით და როდესაც ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი ამ ორ თემასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, თავისი არაკონსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით, რომელიც ორ საკითხთან დაკავშირებით იყო,მან მოსპო ყოველგვარი რესურსი იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)