|
2021-03-31 10:49:13, 966 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის ანგარიშში ხაზარაძე-ჯაფარიძის, უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას საქმეებზეცაა საუბარი
ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგოარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი. აღნიშნულ ანგარიშში ნახსენებია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, „თიბისის ბანკის“ დამფუძნებლის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორისა და „ტვ პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის, ასევე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გიგი უგულავას, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისა და „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საქმეები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტპატიმრები ჰყავდა. ამასთანავე, ანგარიშში წერია, რომ ყველა აღნიშნულ საქმეზე ოპოიციური პარტიების ლიდერები და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას ჰყავდა პოლიტპატიმრები. „2020 წლის 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილა შეიწყალა და გაათავისუფლა პატიმრობიდან „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციურმა პარტიებმა მათი გათავისუფლება „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე მოითხოვეს. ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება მიესალმა შეწყალებას. ოპოზიცია აგრძელებდა ოპოზიციონერი გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნას და მას მოიხსენიებდა როგორც პოლიტპატიმარს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებაში. 30 ივლისს გიორგი რუუას ოთხი წლით და ორი ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 4 აგვისტოს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული და განაცხადეს: „პოლიტიკური ნიშნით დევნა პოლიტიკური ოპონენტების ან კრიტიკული მედიასაშუალებების გავლენის მოხდენის იარაღი გახდა “. მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, მოინახულონ პირები, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად აცხადებენ, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს გააკეთა”, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)