21:17 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 16:55:58, 582 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ჩვენ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“, რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, უკვე დიდი ხანი გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ მიიღწევა ისეთი შეთანხმება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება, როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე ოპოზიციისთვის.

„მე ვფიქრობ, რომ ახლა იმაზე არ არის საუბარი, რას დათანხმდება „ქართული ოცნება“ ან ოპოზიცია, გვესმის, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტურად განსხვავდება პოზიცია, იმედი მაქვს, რომ იქნება ისეთი შემოთავზება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება ორივე მხარისთვის.  ჩემთვის პრინციპულია, რომ ყველა, 5-ვე საკითხი იყოს ამ დოკუმენტში, პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა დავინახოთ. ჩემი აზრით, აქ არაფერი ახალი არ არის, ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რომ შეთახმება შედგეს, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, დიდი ხანი უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics