21:19 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 13:04:10, 460 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პოლიტპატიმრების თემის და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზის გარეშე, შეთანხმება შეუძლებელია

პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზის გარეშე, შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მოითხოვს დათმობებს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

„მხარეების პოზიციები არის ცნობილი მედიატორისთვის, ამიტომ დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება გასაგებია, რომ მოითოვს გარკვეულ დათმოებს ორივე მხრიდან, მაგრამ ამავდროულად, უნდა სთავაზობდეს ორივე მხარეს, მათ შორის ოპოზიციასაც, მათთვის და ჩვენთვის მნიშვნელოვან, პრინციპულ საკითხებზე რაღაც შესაბამის მონახაზს. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თემის გარეშე და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზის შესახებ შეთანხმების გარეშე, ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა იქნება შეუძლებელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics