23:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 12:29:37, 744 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე: ეპიდვითარება უარესდება - დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსზე, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტნრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ, პირბადის ტარებისკენ და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

„ეპიდსიტუაცია სამწუხაროდ, ქვეყანაში უარესდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ყველა ის მაცვენებელი, რომელიც ეპიდვითარებას ახასიათებს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ, განსაკუთრებით დღეს, 673 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა 14 დღიანი გვაქვს 1,69%. რა თქმა უნდა, მაჩვენებლები და ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი, ვიდრე იანვარში. 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ბოლოს გვქონდა თებერვლის პირველ კვირაში და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა.

თუ არ გამკაცრდა ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი ყველა იმ ღონისძიებებზე, რაზეც ვსაუბრობთ; პირბადე, დისტანცია, თავშეყრებისგან თავის არიდება, კიდევ იგივეს ვიმეორებთ, რაც გავიმეორეთ აგვისტოში, რომ დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუულ ინფექციაზე, ამან შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს, გამეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics