2021-03-30 12:19:38, 1035 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოსთვის, საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა
კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით ჩინური ვაქცინის ჩამოტანას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთიდან კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვა.
„კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით ჩინური ვაქცინის ჩამოტანას, რომელიც უნდა გამოიგზავნოს კვირის ბოლოს, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან, 100 000 დოზა იქნება ჩამოტანილი ჩინეთიდან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან