21:18 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 11:23:34, 598 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - იმედია „ქართული ოცნება" მიხვდება, რომ საჭიროა დათმობა, „ენმ“ კი გაანალიზებს, რომ პარლამენტში უნდა დაბრუნდეს

კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეს ეს, რაც საქართველოსა და მსოფლიოს ინტერესშია, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

სენატორი ჯინ შაჰინი იმედს გამოთქვამმს, რომ „ქართული ოცნება“ დათმობებზე წავა, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა „ კი, გაანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდეს პარლამენტში.

„შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას. როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს "ქართული ოცნება" ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს ოპოზიციური პარტია, "ენმ", გაანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ამასთანავე, სენატორი აცხადებს, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით იკვეთება, რომ ქვეყანა საჭიროებს საარჩევნო რეფორმის გატარებას.

„ვეთანხმები სენატორ ჯიმ რიშს, რომ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა იყოს საარჩევნო რეფორმა, რომელსაც ორივე მხარე ეთანხმება. ამას შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი ვერ უკარნახებს საქართველოს. ეს თავად უნდა გადაწყვიტონ“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics