|
2021-03-29 13:26:01, 510 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი კუბილიუსის განცხადებაზე - შეურაცხმყოფელია, ვიღაც მოგვიწოდებს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებებში
შეურაცხმყოფელია, ვიღაც მოგვიწოდებს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებებში - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა და დღეს თუ არა ხვალ, გააგდებენ. „ეს შეურაცხყმყოფელი განცხადებაა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, პარტიის თავმჯდომარის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ აღარ მონაწილეობს და აღარც აპირებს პოლიტიკაი ჩართვას, ეს მარტივი ჭეშმარტიებაა. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არა ერთ დანაშაულში მხილებული და ბრალდებულ მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული, რაიმე ფორმით მოლაპარაკებებში. მინდა ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს და ყველაფერი დადგმული შოუა, რასაც ის აქ აკეთებდა. უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რაზე მესაუბრებით საერთოდ. ასე, რომ ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)