09:02 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 15:41:02, 676 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიცია რაიმე სახის კონსტრუქციულ ნაბიჯს გადმოდგამს, მოლაპარაკებები შედეგიანად დამთავრდება

ჩვენი მზაობა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ისევ რჩება დღეს წესრიგში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ოპოზიცია რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯს გადადგამს, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედეგიანად დამთავრდება.

„ამ ფონზე, ჩვენი მზაობა მიუხედავად ყველაფრისა, მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ისევ რჩება დღეს წესრიგში, ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობს, პირველი უკვე გადადგმული ნაბიჯები. თქვენ ნახეთ, ჩვენს მეირ ჩატარებული ბრიფინგები ბარიერთან დაკავშირებით და მის დაწევაზე, საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმაზე და ა.შ. ეს არის უკვე გადადგმული ნაბიჯები.

გვაქვს მეორე ვარიანტი, ეს არის არაერთი კომპრომისული წინადადებები, განსხვავებით ოპოზიციისგან. ასევე გვაქვს მესამე საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის მოლაპარაკების მაგიდასთან. შესაბამისად ამისა, თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას და ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესი. ქვეყნის ინტერესია ამ რთული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, არა ასეთ დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მიყენებული ზიანის, ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაზე ასევე სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics