|
2021-03-27 12:55:32, 1091 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებული იუნკერები დააჯილდოვეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის წარჩინებულ იუნკერებს, რომლებმაც პირველი სემესტრის რეიტინგული ქულების შეჯამების შემდეგ უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს, 500-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ წარჩინებულ იუნკერებს - ნუგზარ ქვარიანს, ამირან არბოლიშვილს, ლუკა ბარძემიშვილს, ვერიკო თორდიას, მარიამ ელიკაშვილსა და ნიკო ფილიშვილს საპატიო სიგელები, მათ მშობლებს კი, საპატიო დაფები გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინიციატივითა და მინისტრის მხარდაჭერით, 2020 წლის 23 დეკემბერს დამტკიცდა სტიპენდიის მიღების ახალი კრიტერიუმები, სადაც მინიმალური სტიპენდია ყველა იუნკერისთვის 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ახალი ბრძანების თანახმად, წარჩინებული იუნკერების სტიპენდია აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 300, 400 და 500 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)