09:02 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 12:08:53, 450 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - შეთანხმება, რომელსაც სტრატეგიული მოკავშირეები ასე ელოდებიან, ყველა პუნქტზე პროგრესს მოითხოვს

შეთანხმებაში, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, გვჭირდება პროგრესი ყველა პუნქტზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის კოორდინაციის გასაძლიერებლად, კარგი იქნება, მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის ჩართულობა.

„მიშელის გეგმაში დაფიქსირებული ყველა საკითხი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. შესაბამისად, ჩვენ არ გადაგვიხედია ჩვენი პოზიციებისთვის და მიგვაჩნია, რომ იმ შეთანხმებაში, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, გვჭირდება პროგრესი ყველა პუნქტზე, რომელიც არის დაფიქსირებული მიშელის გეგმაში.

რაც შეეხება დამატებით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის ჩართვას პროცესში, არ ვიცი ეს გადაწყვეტილება მიღებული არის თუ არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველანაირი მცდელობა რომ გაძლიერდეს, მათ შორის კოორდინაცია ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს, იქნება კარგი და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ფასილიტაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებები ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. პოლიტიკური მხარეები ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics