|
2021-03-25 18:07:21, 785 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდა და წელიწადში 1 200 000 ტურისტს მოემსახურება
პანდემიის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ბათუმის აეროპორტის გახსნა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მკაცრი პროტოკოლების შესრულებისა და ვაქცინაციის ფონზე ეტაპობრივად შემსუბუქდა რეგულაციები. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც პანდემიის მიუხედავად 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდა, გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 ტურისტს მოემსახურება წელიწადში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქით, აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი ტურისტები ისრაელიდან. მთლიანობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანია დაფრინავს და იფრენს მომავალში. „მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვესტორებს სჯერათ, რომ ძალიან მალე ქვეყანა დაძლევს პანდემიას, აღდგება ტურიზმი, რომელიც ჩვენი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი საფუძვლიანი რწმენა, არამედ ინვესტორების რწმენა. სწორედ ამის დასტურია ეს შესანიშნავი პროექტი, რომელიც პანდემიის მიუხედავად, მოკლე დროში განხორციელდა და განახლებული ძალიან ლამაზი თანამედროვე შენობით უკვე უმასპინძლებს ტურისტებს", - განაცხადა ნათია თურნავამ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა, რომელმაც 2019 წელს 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა. პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა როგორც ჩამოფრენის, ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 კვ.მ-დან 8000 კვ.მ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეიერული სისტემა და დამონტაჟდა დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები ჩამოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი, 6-დან 8-მდე გაიზარდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ. ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის" ზონა, „ბიზნესლაუნჯი" და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)